1. აკადემიის ბიუჯეტი მტკიცდება წარმომადგენლობითი საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
2. წარმომადგენლობითი საბჭო განიხილავს წარდგენილ საბიუჯეტო პროექტს და ამტკიცებს მას. თუ წარმომადგენლობითი საბჭო არ ეთანხმება წარმოდგენილ საბიუჯეტო პროექტს, იგი ადმინისტრაციის ხელმძღვანელს უბრუნებს ბიუჯეტის პროექტს თანდართული შენიშვნებით.
3. იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ეთანხმება წარმოდგენილ შენიშვნებს, ბიუჯეტის პროექტი შენიშვნების გათვალისწინებით მტკიცდება წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ.
4. ადმინისტრაციის ხელმძღვანელს უფლება აქვს ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი ვარიანტი წინადადებებითა და არგუმენტირებული შენიშვნებით დასამტკიცებლად დაუბრუნოს წარმომადგენლობით საბჭოს.
5. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ მისი შენიშვნების მიხედვით დაზუსტებული ბიუჯეტის ხელმეორედ დაუმტკიცებლობის შემთხვევაში წყდება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილება და ბიუჯეტის პროექტს წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგენს ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი.
6. ბიუჯეტის პროექტი წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარედგინება ოქტომბრის თვეში, ბიუჯეტის დაზუსტება, როგორც წესი ხდება თებერვალში. დამატებითი ფონდების მოძიების, ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ბიუჯეტის დამატებითი დაზუსტება შესაძლებლია.
7. აკადემიური საბჭოს შეთანხმების საფუძველზე უფლება აქვს განახორციელოს ბიუჯეტის 5 %-ის ცვლილება წარმომა დგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილების გარეშე.