1. აკადემიის სტუდენტური თვითმმართველობა წარმოადგენს საქართველოს უმაღლესი განათლების შესახებ კანონის შესაბამისად აკადემიის სტუდენტთა უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს.
2. აკადემიის სტუდენტური თვითმმართველობა წარმოადგენს ფაკულტეტებიდან არჩეული სტუდენტური თვითმმართველობების ერთიანობას, რომელიც საქმიანობას წარმართავს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის და თავისი დებულების მიხედვით.
3. აკადემიის სტუდენტური თვითმმართველობა არჩევნების ორგანიზება-ჩატარებას განსაზღვრავს თავისი დებულებით.
4. აკადემიის სტუდენტური თვითმმართველობა თავისი დებულების შესაბამისად:
ა) უზრუნველყოფს სტუდენტთა მონაწილეობას აკადემიის მართვაში;
ბ) ხელს უწყობს სტუდენტთა უფლებების დაცვას;
გ) ირჩევს წარმომადგენლებს ფაკულტეტის საბჭოში;
დ) ხელს უწყობს სტუდენტთა თავისუფალი დროის ნაყოფიერად გამოყენებას;
ე) შეიმუშავებს წინადადებებს ფაკულტეტების ან აკადემიის მართვის სისტემების და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომელსაც წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს, წარმომადგენლობით საბჭოს, აკადემიურ საბჭოს;
ვ) საჭიროებისამებრ უფლებამოსილია მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია აკადემიის საქმიანობი ს, მათ შორის, საფინანსო და ეკონომიკური საქმიანობის შესახებ;
ზ) ნიშნავს წევრებს აკადემიის და ფაკულტეტის თვითმმართველობის საარჩევნო კომისიებში;
თ) სათანადო წესების დაცვით ნიშნავს წევრებს აკადემიაში არსებულ მუდმივ თუ დროებით კომისიებში;
ი) იღებს დაფინანსებას აკადემიის ბიუჯეტიდან;
კ) კოორდინირებულად მუშაობს აკადემიაში არსებულ სტუდენტურ ორგანიზაციებთან, კლუბებთან, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრ სტუდენტებთან;
ლ) თანამშრომლობს აკადემიის აკადემიურ საბჭოსთან;
მ) უფლებამოსილია ადმინისტრაციას წარუდგინოს წინადადებები სტიპენდიის დანიშვნის და შეღავათების გაწევის შესახებ;
ნ) განახორციელებს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
5. აკადემიის ადმინისტრაციას უფლება არა აქვს ჩაერიოს სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში.