1. უნივერსიტეტის ფაკულტეტებზე ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი არჩევნების საფუძველზე იქმნება სტუდენტთა თვითმმართველობა.

2. ფაკულტეტებზე არჩეული სტუდენტთა თვითმმართველობების ერთობლიობა წარმოადგენს უნივერსიტეტის სტუდენტთა თვითმმართველობას, რომელიც შეიმუშავებს თვითმმართველობის დებულებას.

3. სტუდენტთა თვითმმართველობა თავისი დებულების შესაბამისად:

ა) უზრუნველყოფს სტუდენტთა მონაწილეობას უნივერსიტეტის მართვაში;

ბ) ხელს უწყობს სტუდენტთა უფლებების დაცვას;

გ) ირჩევს წარმომადგენლებს ფაკულტეტის საბჭოში;

დ) უფლებამოსილია შეიმუშაოს წინადადებები ფაკულტეტის ან უნივერსიტეტის მართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომელთაც წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს, წარმომადგენლობით საბჭოსა და აკადემიურ საბჭოს;

ე) განახორციელებს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. უნივერსიტეტის ადმინისტრაციას უფლება არა აქვს ჩაერიოს სტუდენტთა თვითმმართველობის საქმიანობაში.

5. სტუდენტთა თვითმმართველობა იღებს დაფინანსებას უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან.
თავი VII
უნივერსიტეტის ქონება და საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანო