1. ადმინისტრაციული თანამდებობის პირს არ შეიძლება უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა, იყოს სხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

2. აკადემიური საბჭოს წევრს არ შეიძლება უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა, გარდა რექტორისა, ან იყოს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი.

3. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს არ შეიძლება იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა.

4. პირს არ შეიძლება უნივერსიტეტში ერთდრულად ეკავოს ორი აკადემიური თანამდებობა.

5. თუ ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების ან მართვის ორგანოს წევრობის წინაპირობაა აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნა, აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლა იწვევს შესაბამის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ან მართვის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტას აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგების დამტკიცებისთანავე, თუ პირი არ აირჩა შესაბამის აკადემიურ თანამდებობაზე.

6. აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის სხვა სახის სამსახურებრივი შეუთავსებლობა განისაზღვრება აღნიშნული პერსონალების სამსახურში მიღების წესებითა და საქართველოს კანონმდებლობით.
თავი VI
სტუდენ