1. აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.
2. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საბუთების მიღებამდე არაუგვიანეს 1 და კონკურსის ჩატარებამდე არაუგვიანეს 2 თვით ადრე. განცხადება კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა გამოქვეყნდეს პრესაში, გამოიკრას უნივერსიტეტში თვალსაჩინო ადგილას და განთავსდეს უნივერსიტეტის ვებგვერდზე.
3. კონკურსის ჩატარების წესს განსაზღვრავს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭ