1. რექტორის არჩევნები ტარდება კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან არა უადრეს 1 და არა უგვიანეს 2 თვის ვადაში.

2. რექტორის არჩევნებამდე კანდიდატურის შერჩევისას აკადემიური საბჭო აფასებს თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას.

3. კანდიდატი აკადემიურ საბჭოს სამოქმედო გეგმას წარუდგენს საჯაროდ.

4. რექტორი აირჩევა დაწესებულების აკადემიური საბჭოს მიერ ფარული კენჭისყრით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.თუ რექტორობის ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების ეს რაოდენობა, გაიმართება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი. თუ არჩევნების მეორე ტურშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, არაუგვიანეს 5 დღის განმავლობაში ინიშნება ახალი არჩევნების თარიღ