1. კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან 30 დღის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს 40 დღისა, იმართება დაწესებულების რექტორის არჩევნები.
2. კანდიდატი აკადემიურ საბჭოს საჯაროდ წარუდგენს სამოქმედო გეგმას.
3. რექტორი აირჩევა დაწესებულების აკადემიური საბჭოს მიერ ფარული კენჭისყრით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
4. რექტორი აირჩევა 4 წლის ვადით.
5. რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რექტორის თანამდებობის დაკავება ხორციელდება უფლებამოსილებაშეწყვეტილი რექტორის დარჩენილი ვადით, ამ თავით დადგენილი წესის შესაბამისად.
თავი VII. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევის წეს