1. აკადემიური საბჭო უფლებამოსილების ცნობიდან 10 დღის ვადაში აცხადებს კონკურსს დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის შესარჩევად.
2. განცხადება დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა შეიცავდეს იმ კრიტერიუმებსა და წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხას, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატურა. კრიტერიუმებსა და წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხას ამტკიცებს აკადემიური საბჭო შესაბამისი აქტით. განცხადებაში აღინიშნება კანდიდატის მიერ პროფესორის აკადემიური ხარისხის ფლობის სავალდებულოობა. განცხადების გამოქვეყნებიდან 15 დღის განმავლობაში მიმდინარეობს კანდიდატების რეგისტრაცია. რეგისტრაციაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებაში მიეთითება, თუ რა ხარვეზს შეიცავს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები. ხარვეზის გამოსწორება შესაძლებელია 2 დღის ვადაში.
3. განცხადებების მიღების ვადის დასრულებიდან 10 დღის ვადაში აკადემიური საბჭო შეარჩევს კანდიდატურას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს.
4. წარმომადგენლობითი საბჭო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურის წარდგენიდან 5 დღის ვადაში სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს კანდიდატურას ან დასაბუთებულ უარს აცხადებს მის დამტკიცებაზე.
5. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის კანდიდატურის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში აკადემიური საბჭო აცხადებს ხელახალ კონკურსს და ახალ შერჩეულ კანდიდატურას წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს, რომელიც არ შეიძლება იყოს წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დაუმტკიცებელი კანდიდატურა.
6. კანდიდატურის შერჩევის განმეორებით კონკურსის გამოცხადებისას გამოიყენება ამ თავით დადგენილი ვადები.
7. დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურის განცხადებების რეგისტრაციას და კონკურსის წესით აკადემიური საბჭოს მიერ მისი შერჩევის ფარულობას უზრუნველყოს დაწესებულების საარჩევნო კომისია.
8. დაწესებულების ხარისხის მართვის სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ტარდება ამ თავით გათვალისწინებული პროცედურა
“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის ორგანოების პირველი არჩევნების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ" · რედაქცია 15.12.2006
მუხლი 18. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევა
თავი VIII — ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურების
მთავარი მონაცემები
- ვადა 10 დღის ვადაში
- ვადა 15 დღის განმავლობაში
- ვადა 2 დღის ვადაში
- ვადა 5 დღის ვადაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 40. აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევა
- მუხლი 42. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევა
- მუხლი 28. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევის წესი
- მუხლი 24. დაწესებულებისა და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელების არჩევა
- მუხლი 40. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 12. აკადემიური საბჭოს არჩევნების ჩატარება და უფლებამოსილების ცნობა
- მუხლი 13. რექტორის არჩევნების გამოცხადება
- მუხლი 14. კანდიდატის რეგისტრაციაში გატარება
- მუხლი 15. დაწესებულების რექტორის არჩევა
- მუხლი 16. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურის შერჩევა
- მუხლი 17. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დამტკიცება წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ
- მუხლი 19. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევა
- მუხლი 20. წინასაარჩევნო აგიტაცია და კამპანია
- მუხლი 21. საარჩევნო სიები
- მუხლი 22. საარჩევნო ბიულეტენი
- მუხლი 23. საარჩევნო ყუთი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის ორგანოების პირველი არჩევნების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ", მუხლი 18, №721, 26.12.2005, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.970 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.12.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/62440/muxli-18/