1. წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს მიერ კანდიდატურის წარდგენიდან 10 დღის ვადაში ფარული კენჭისყრით ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
2. ხმის მიცემის პროცედურის ჩატარებას და შედეგების შეჯამებას ამ დებულების შესაბამისად უზრუნველყოფს დაწესებულების საარჩევნო კომისია. კომისია არჩევნების შედეგებს საჯაროდ აცხადებს არჩევნების ჩატარების დღეს.
3. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ კანდიდატურის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, აკადემიური საბჭო უფლებამოსილია ერთი კვირის ვადაში წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგინოს ახალი ან იგივე კანდიდატურა.
4. კანდიდატურის ხელმეორედ დაუმტკიცებლობის შემთხვევაში აკადემიური საბჭო ატარებს ამ თავით გათვალისწინებულ შერჩევის პროცედურას და კონკურსის საფუძველზე შერჩეულ ახალ კანდიდატურას წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს.
5. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადაა ოთხი წელი.

თავი VIII. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურებისხელმძღვანელების არჩევის წეს