1. აკადემიური საბჭო უფლებამოსილების ცნობიდან 10 დღის ვადაში აქვეყნებს განცხადებას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურების შერჩევის შესახებ.
2. განცხადებაში აღინიშნება, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატურა. კრიტერიუმები და წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა განისაზღვრება აკადემიური საბჭოს აქტით.
3. კანდიდატების რეგისტრაცია მიმდინარეობს 20 დღის ვადაში. რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში გადაწყვეტილებაში მიეთითება, თუ რა ხარვეზს შეიცავს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები. კანდიდატი უფლებამოსილია 2 დღის ვადაში გამოასწოროს ხარვეზი.
4. აკადემიური საბჭო შემოსულ განცხადებებს განიხილავს 20 დღის ვადაში, ეცნობა კანდიდატურებს და ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, შერჩეულ კანდიდატურას წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს.
5. აკადემიური საბჭოს უარი კანდიდატურის წარმომადგენლობით საბჭოში წარდგენის შესახებ უნდა იყოს წერილობითი და დასაბუთებული.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გასაჩივრება ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით
“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის ორგანოების პირველი არჩევნების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ" · რედაქცია 15.12.2006
მუხლი 16. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურის შერჩევა
თავი VII — ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევის წესი
მთავარი მონაცემები
- ვადა 10 დღის ვადაში
- ვადა 20 დღის ვადაში
- ვადა 2 დღის ვადაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 10. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა
- მუხლი 11. აკადემიური საბჭოს პირველი შემადგენლობის განსაზღვრა
- მუხლი 12. აკადემიური საბჭოს არჩევნების ჩატარება და უფლებამოსილების ცნობა
- მუხლი 13. რექტორის არჩევნების გამოცხადება
- მუხლი 14. კანდიდატის რეგისტრაციაში გატარება
- მუხლი 15. დაწესებულების რექტორის არჩევა
- მუხლი 17. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დამტკიცება წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ
- მუხლი 18. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევა
- მუხლი 19. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევა
- მუხლი 20. წინასაარჩევნო აგიტაცია და კამპანია
- მუხლი 21. საარჩევნო სიები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის ორგანოების პირველი არჩევნების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ", მუხლი 16, №721, 26.12.2005, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.970 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.12.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/62440/muxli-16/