1. კანდიდატების რეგისტრაციაში გატარება იწყება მე-13 მუხლით განსაზღვრული განცხადების გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.
2. რეგისტრაციაში გატარდება ნებისმიერი კანდიდატურა, რომელიც არის ამ ან სხვა აკრედიტებული დაწესებულების პროფესორი და გააჩნია შესაბამისი დამადასტურებელი საბუთები. რეგისტრაცია გრძელდება ერთი თვის განმავლობაში. კანდიდატის რეგისტრაციაში გატარებისთვის სავალდებულოა მის მიერ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ნომრის და სამოქმედო გეგმის წარდგენა. ამ მუხლით გათვალისწინებული კანდიდატების რეგისტრაციას უზრუნველყოფს დაწესებულების საარჩევნო კომისია, რომელიც რეგისტრაციაში ატარებს კანდიდატებს.
3. კანდიდატურის რეგისტრაციაზე უარი უნდა იყოს წერილობითი ფორმით დასაბუთებული.
4. რეგისტრაციაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებაში მიეთითება, თუ რა ხარვეზს შეიცავს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები. ხარვეზის გამოსწორება შესაძლებელია 2 დღის ვადაში