1. კანდიდატების რეგისტრაციაში გატარება იწყება განცხადების გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.
2. რეგისტრაციაში გატარდება ნებისმიერი კანდიდატურა, რომელიც არის უნივერსიტეტის სრული პროფესორი და გააჩნია შესაბამისი დამადასტურებელი საბუთები. რეგისტრაცია გრძელდება ერთი თვის განმავლობაში. კანდიდატის რეგისტრაციაში გატარებისათვის სავალდებულოა მის მიერ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის და სამოქმედო გეგმის წარდგენა.
3. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია საბუთების მიღების შეწყვეტიდან ერთ კვირაში განიხილავს შემოსულ განცხადებებს და გამოაქვს მოტივირებული დასკვნა არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატის დაშვება-არდაშვების შესახებ (გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით). არჩევნებში მონაწილეობისათვის დაშვებულ კანდიდატთა სია უნდა იქნეს შეტანილი ფარული კენჭისყრის ბიულეტინში.
4. კანდიდატურის რეგისტრაციაზე უარი უნდა იყოს დასაბუთებული წერილობითი ფორმით.
5. რეგისტრაციაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებაში მიეთითება, თუ რა ხარვეზებს შეიცავს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები, ხარვეზების გამოსწორება შესაძლებელია 2 დღის ვადაში.
6. პირი, რომელსაც ეკავა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა, ამავე უნივერსიტეტში რექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს მხოლოდ მისი, როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, უფლებამოსილების შეწყვეტიდან ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ერთი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდე