თავი II — უნივერსიტეტის მართვის ორგანოები – მართვის სუბიექტები
1. საჯაროობისა და დაინტერესებულ პირთა ინფორმირების უზრუნველყოფის მიზნით, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო უფლებამოსილების ცნობიდან ორი კვირის ვადაში აქვეყნებს განცხადებას რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის შესახებ.
2. აღნიშნული განცხადება ქვეყნდება კანდიდატების რეგისტრაციამდე არა უგვიანეს 1 და არჩევნების ჩატარებამდე არა უგვიანეს 3 თვით ადრე.
3. განცხადება უნდა განთავსდეს უნივერსიტეტის ვებგვერდზე და გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის ბეჭდვით ორგანოში, აგრეთვე განცხადება უნდა გაიკრას ყველასათვის თვალსაჩინო ადგილზე.
4. განცხადებაში აღინიშნება კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების თარიღი, კანდიდატთა განცხადებების მიღების ბოლო ვადა და რექტორის არჩევნების ჩატარების თარიღ
მუხლი 13. რექტორის არჩევნების გამოცხადება— “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის ორგანოების პირველი არჩევნების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ"
მუხლი 43. არჩევნების დანიშვნა— საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ
მუხლი 25. არჩევნების გამოცხადება— საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ““, მუხლი 21, №559, 20.06.2008, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.011.955 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.06.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/78340/muxli-21/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია