1. აკადემიური საბჭოს პირველ სხდომაზე, რომელიც იმართება არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში, წილისყრით გამოვლინდება აკადემიური საბჭოს წევრების ერთი მესამედი, რომელთა უფლებამოსილების ვადა 2 წელია.

2. აკადემიური საბჭო უფლებამოსილებას ცნობს საბჭო პირველ სხდომაზე სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

3. აკადემიური საბჭოს პირველ სხდომაზე განისაზღვრება რექტორის არჩევის ვადები.

4. აკადემიური საბჭო უფლებამოსილების ცნობიდან 10 დღის ვადაში ირჩევს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს, რომელიც შედის წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში.

5. აკადემიური საბჭოს ყოველი სხდომის შემდეგ ფორმდება ოქმი სათანადო გადაწყვეტილებებით. ოქმის ადგილზე შენახვის ვადა 4 წელია, შემდეგ გადაეცემა არქივ