1. აკადემიური საბჭოს წევრები აირჩევა უნივერსიტეტის ძირითად ერთეულებზე – ფაკულტეტებზე. ფაკულტეტების აკადემიური პერსონალის ყველა წევრისა და ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.

2. აკადემიურ საბჭოში თითოეულ ფაკულტეტს ჰყავს ორი წარმომადგენელი. (განისაზღვრება რექტორის ინდივიდუალური აქტით).

3. აკადემიური საბჭოს წევრის არჩევის ვადა ემთხვევა ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურების ხანგრძლივობას და არის ოთხი წელი.

4. აკადემიური საბჭოს შემადგენლობა განახლებას ექვემდებარება ერთი მესამედით ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურებით დადგენილ ხანგრძლივობის ნახევრის გასვლის შემდეგ.

5. კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 10 დღის განმავლობაში. კანდიდატების რეგისტრაციას ახორციელებს საარჩევნო კომისია. რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში მიეთითება ის, თუ რა ხარვეზს შეიცავს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები. კანდიდატი უფლებამოსილია ხარვეზი გამოასწოროს 2 დღის განმავლობაში.

6. კანდიდატი უფლებამოსილია რეგისტრაციაზე უარი გაასაჩივროს 1 დღის განმავლობაში. საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია იღებს 3 დღის განმავლობაში.

7. აკადემიური საბჭოს პირველ სხდომაზე, რომელიც იმართება არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში, წილისყრით გამოვლინდება აკადემიური საბჭოს 1/3 , რომელთა უფლებამოსილების ვადაა 2 წელი.

8. აკადემიური საბჭოს წევრი ირჩევა 4 წლის ვადით, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.

9. აკადემიური საბჭოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, აკადემიური საბჭოს უფლებამოსილების ვადით ირჩევა საბჭოს ახალი წევრი.

10. აკადემიური საბჭოს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება აქვთ ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრსა და ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლებს.

11. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა სრული ან ასოცირებული პროფესორი.

12. დაუშვებელია ერთი და იმავე პირის წარდგენა ერთდროულად წარმომადგენლობით საბჭოსა და აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატად.

13. აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატი არ შეიძლება იყოს ადმინისტრაციულ თანამდებობაზე, გარდა რექტორისა.

14. აკადემიური საბჭო პირველივე სხდომაზე ცნობს თავის უფლებამოსილება