1. აკადემიური საბჭო:

ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას;

ბ) ფაკულტეტების წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;

გ) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობას, მობილური და ინტეგრირებული სწავლების, სამეცნიერო კვლევების პროგრამების შექმნას;

დ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს – რექტორს;

ე) წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგენს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, კონკურსის წესით შერჩეულ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურას;

ვ) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოტივირებულ წინადადებას;

ზ) წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ახალ კანდიდატურას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი თვის ვადაში;

თ) მონაწილეობს უნივერსიტეტის წესდების, სტრუქტურული ერთეულების დებულების, ბიუჯეტის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიური ანგარიშის წარმომადგენლობით საბჭოში განხილვაში;

ი) სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, აგრეთვე ფაკულტეტზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით;

კ) ადგენს სხვა უმაღლესი სასწავლებლების მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხების, აგრეთვე უმაღლესი განათლების კრედიტების ცნობის წესს;

ლ) ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით ამტკიცებს სადისერტაციო საბჭოს დებულებებს;

მ) წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურას;

ნ) ადგენს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

ო) წარუდგენს წლიურ ანგარიშს წარმომადგენლობით საბჭოს;

პ) ფაკულტეტის წარდგინების საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს საპატიო დოქტორის მინიჭების შესახებ;

ჟ) ირჩევს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს;

რ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერ-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს;

ს) ახორციელებს ამ წესდებით და საქართველოს კანონმდებლობით მასზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას;

ტ) აკადემიური საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით;

უ) აკადემიური საბჭოს უფლებამოსილების ვადაა 4 წელი.

2. აკადემიური საბჭოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველია უნივერსიტეტის მიერ აკრედიტაციის ზედიზედ 2-ჯერ გაუვლელობ