1. წარმომადგენლობითი საბჭო მუშაობს მის მიერვე დამტკიცებული დებულების შესაბამისად.

2. წარმომადგენლობითი საბჭო:

ა) შეიმუშავებს უნივერსიტეტის წესდებას აკადემიური საბჭოს მონაწილეობით და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს;

ბ) შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსიტეტის შინაგანაწესს, ეთიკის კოდექსსა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებს;

გ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ბიუჯეტის შედგენის წესსა და სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;

დ) ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს;

ე) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურას აკადემიური საბჭოს წარდგინებით;

ვ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ბიუჯეტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით;

ზ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით;

თ) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიურ ანგარიშს;

ი) უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება ადმინისტრაციის ხელმძღვანელს;

კ) ამტკიცებს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობას და პირობებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით;

ლ) ამტკიცებს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესს შრომის ანაზღაურების ოდენობას და პირობებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით;

მ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს აკადემიური საბჭოს წარდგინებით;

ნ) იხილავს აკადემიური საბჭოს წლიურ ანგარიშს;

ო) ამტკიცებს ფაკულტეტის სტრუქტურას და დებულებას დეკანების წარდგინებით;

პ) შეისწავლის და განიხილავს უნივერსიტეტში კოლექტიურად გადასაწყვეტ სასწავლო, ფინანსურ და ადმინისტრაციულ საკითხებს;

ჟ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. წარმომადგენლობითი საბჭო ბიუჯეტის დამტკიცების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოველწლიური ანგარიშის დამტკიცების, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევის და სხვა გადაწყვეტილებებს იღებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, (50%+1).

4. წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველია უნივერსიტეტის მიერ აკრედიტაციის ზედიზედ 2-ჯერ გაუვლელობ