1. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნების თარიღს ადგენს უნივერსიტეტის რექტორი, წინა მოწვევის საბჭოს უფლებამოსილების ვადის შეწყვეტამდე ერთი თვით ადრე.

2. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნების დანიშვნის თაობაზე შეტყობინება გადაეცემა გასაცნობად ფაკულტეტებს და ქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე და გაზეთში, აგრეთვე განცხადება უნდა გაიკრას ყველასათვის თვალსაჩინო ადგილას მისი საჯაროობისა და დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნი