1. წარმომადგენლობითი საბჭოს პირველ სხდომას არჩევნების დამთავრებიდან არა უგვიანეს 5 დღისა მოიწვევს უნივერსიტეტის რექტორი.

2. წარმომადგენლობითი საბჭოს პირველ სხდომას თავმჯდომარეობს უხუცესი წევრი. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.

3. წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილებას ცნობს პირველივე სხდომაზე, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

4. წარმომადგენლობითი საბჭოს პირველ სხდომაზე განისაზღვრება სპიკერის არჩევის ვადები.

5. წარმომადგენლობითი საბჭოს შემდგომ სხდომებს თავმჯდომარეობს სპიკერი, მისი არყოფნის შემთხვევაში – სპიკერის მოადგილე.

6. სპიკერის და მოადგილის არყოფნის შემთხვევაში სხდომა არ იმართება.

7 წარმომადგენლობითი საბჭოს ყოველი სხდომის შემდეგ ფორმდება ოქმები სათანადო გადაწყვეტილებით. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების ოქმების ადგილზე შენახვის ვადაა 4 წელი. შემდეგ გადაეცემა არქივ