1. წარმომადგენლობითი საბჭო მოიწვევა წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის ინიციატივით ან წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით და დღის წესრიგის მითითებით. სხდომის მოწვევის ადგილის, დროისა და დღის წესრიგის შესახებ ინფორმაცია ეცნობება წევრებს ელექტრონული ფოსტით 3 დღით ადრე მაინც, წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის ან/და საბჭოს მიერ განსაზღვრული სხვა პირის მიერ. აუცილებლობის შემთხვევაში დამატებით ხორციელდება სატელეფონო შეტყობინება.

2. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომებს თავმჯდომარეობს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი.

3. წარმომადგენლობითი საბჭო ბიუჯეტის დამტკიცების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოველწლიური ანგარიშის დასამტკიცებლად გადაწყვეტილებას იღებს წარმომადგენლობითი საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

4. წარმომადგენლობითი  საბჭოს წევრი ხმას აძლევს პირადად. დაუშვებელია ხმის მიცემის უფლების სხვაზე გადაცემა.

5. წარმომადგენლობითი საბჭოს თითოეულ სხდომაზე იქმნება ოქმი. ოქმში უნდა შევიდეს შემდეგი ინფორმაცია:

ა) სხდომის დრო და ადგილი;

ბ) დღის წესრიგი;

გ) დამსწრე წევრების დასახელება;

დ) კენჭისყრაზე გატანილი საკითხები და კენჭისყრის შედეგები;

ე) მიღებული გადაწყვეტილება.

6. ოქმს ხელს აწერს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი და ოქმის მწარმოებელი პირ