1. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არის უნივერსიტეტის უმაღლესი ადმინისტრაციული მმართველი ეკონომიკურ და ადამიანური რესურსების სფეროებში და წარმოადგენს უნივერსიტეტს საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებში.
2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადა შეადგენს 4 წელს. ერთი და იგივე პირი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ და მისი უფლებამოსილების ჯამური ვადა არ უნდა აღემატებოდეს 8 წელს.
3. წარმომადგენლობითი საბჭო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ამტკიცებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით, ფარული კენჭისყრით. ერთი და იმავე პირის კანდიდატურა აკადემიურმა საბჭომ წარმომადგენლობით საბჭოს შეიძლება წარუდგინოს მხოლოდ ორჯერ. წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარის შემთხვევაში აკადემიური საბჭო წარადგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ახალ კანდიდატურას.
4. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:
ა) ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას;
ბ) უფლებამოსილია უნივერსიტეტის სახელით დადოს ფინანსური და ეკონომიკური გარიგებები;
გ) ადგენს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის კოლეგიურ ორგანოს ან წარმომადგენლობით საბჭოს;
დ) ადგენს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის პროექტს, მისი შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის კოლეგიურ ორგანოს ან წარმომადგენლობით საბჭოს;
ე) ხელმძღვანელობს ფაკულტეტების მიერ საკუთარი ბიუჯეტის პროექტის შედგენასა და წარმომადგენლობითი საბჭოსთვის წარდგენას, წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ უნივერსიტეტის ერთიანი ბიუჯეტის პროექტის ფორმირებასა და დამტკიცებას;
ვ) ადგენს და რექტორთან ერთად ამტკიცებს უნივერსიტეტის საშტატო ნუსხას თანამდებობების დასახელების, რაოდენობის და ხელფასის მითითებით;
ზ) ნიშნავს და ათავისუფლებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს;
თ) შტატგარეშე დასაქმებულებთან დებს შრომის ხელშეკრულებებს, განსაზღვრავს შრომის ანაზღაურების ოდენობას;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს;
კ) ამზადებს შესრულებული სამუშაოს ყოველწლიურ ანგარიშს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
ლ) იღებს გადაწყვეტილებას:
ლ.ა) დასაქმებულებზე პრემიისა და მატერიალური დახმარების გაცემის შესახებ;
ლ.ბ) სტუდენტის სწავლის საფასურის გადახდის გადავადებაზე ან/და ზედმეტად გადახდილის დაბრუნებაზე;
ლ.გ) უნივერსიტეტის დამხმარე ხასიათის ეკონომიკურ საქმიანობაზე;
მ) უფლებამოსილია მოახდინოს საკუთარი უფლებამოსილების დელეგირება უნივერსიტეტის თანამშრომელზე.
5. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია უნივერსიტეტის ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე.
6. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია წარმომადგენლობითი საბჭოს წინაშე.
7. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარი წლიური ანგარიშისა და ბიუჯეტის დამტკიცებაზე;
ბ) წარმომადგენლობითი საბჭოს მოტივირებული გადაწყვეტილება და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული საფუძველი.
8. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ თავის უფლებამოსილებათა განხორციელების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს უნივერსიტეტის თანამშრომელი, რაც განისაზღვრება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით ან წარმომადგენლობითი საბჭოს დადგენილები