1. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების ჩატარებას ორგანიზებას უწევს და თავმჯდომარეობს სპიკერი, რომელსაც ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭო თავისი რიგებიდან არაუმეტეს წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ვადით.

2. სპიკერი აირჩევა 4 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ვადისა.

3. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) პირადი სურვილი;

ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

გ) გარდაცვალება;

დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;

ე) ამავე უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლებ