1. უნივერსიტეტში სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, საგანმანათლებლო პროგრამების, პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა.
2. ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში შედის - უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური და ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურები.
3. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს წარდგინებით, ხოლო ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელებს ირჩევს შესაბამისი ფაკულტეტის საბჭო. არჩეული სამსახურის ხელმძღვანელებთან შრომის ხელშეკრულებას აფორმებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
4. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სწავლების ხარისხის მაღალ დონეს სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და სხვა) დანერგვისა და ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადების გზით.
5. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი კოორდინაციას უწევს ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელების საქმიანობას.
6. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელების უფლებამოსილებაა:
ა) უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო-სამეცნიერო პერსონალის შეფასების მექანიზმების შემუშავება უნივერსიტეტის მისიისა და მიზნების შესაბამისად;
ბ) საგანმანათლებლო პროგრამების მონიტორინგი და რეკომენდაციების შემუშავება;
გ) სტუდენტთა მობილობის მომზადება;
დ) კრედიტ-სატრანსფერო სისტემის დანერგვა;
ე) აკადემიური პერსონალისა და პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლება;
ვ) უნივერსიტეტის ავტორიზაციისა და პროგრამული აკრედიტაციისათვის მომზადება;
ზ) ფაკულტეტის თვითშეფასების მომზადება, ფაკულტეტების პროგრამებისა და გეგმების შესრულების უზრუნველყოფ