1. უნივერსიტეტი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და ახორციელებს უმაღლესი აკადემიური განათლების სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) საგანმანათლებლო პროგრამებს და ანიჭებს შესაბამის აკადემიურ ხარისხს/კვალიფიკაციას.
2. უნივერსიტეტს უფლება აქვს, განათლებისა და მეცნიერების ხელშეწყობის მიზნით, დამოუკიდებლად ან/და სხვა პირებთან ერთად დააფუძნოს კერძო სამართლის კომერციული ან/და არაკომერციული იურიდიული პირი.
3. უნივერსიტეტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ამ წესდების საფუძველზე.
4. უნივერსიტეტის საქმიანობის საგანია:
ა) საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა;
ბ) ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება, ამ პროგრამებზე მიღებული პირების სწავლება და განათლების დამადასტურებელი დიპლომის/სერტიფიკატის გაცემა;
გ) თავისუფალ გარემოს შექმნა განათლების მიღებისა და კვლევის განხორციელებისათვის;
დ) სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობის ხელშეწყობა;
ე) საგანმანათლებლო, შემოქმედებითი და სამეცნიერო-კვლევითი თანამშრომლობა სახელმწიფო დაწესებულებებთან, სახელოვნებო სეგმენტთან და სხვა ორგანიზაციებთან;
ვ) ეფექტური საგანმანათლებლო პოლიტიკის წარმართვა;
ზ) ინოვაციური პროექტების დანერგვა და განხორციელება;
თ) საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლების სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
ი) თანამშრომლობა ქართულ და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, პროფესიულ გაერთიანებებთან;
კ) უცხოელი ექსპერტების, კონსულტანტების და პროფესორების მოწვევა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების და კონფერენციების მოწყობის მიზნით;
ლ) ადგილობრივი და საერთაშორისო პროფესიული გაერთიანებების წევრობა;
მ) სტუდენტთა და პედაგოგთა გაცვლითი პროგრამების ორგანიზება, დანერგვა და განხორციელება;
ნ) ერთობლივი საქმიანობა სხვა პირებთან/ორგანიზაციებთან განათლებისა და მეცნიერების განვითარების მიზნით;
ო) წიგნების, კვლევების, საინფორმაციო ბროშურების გამოცემისა და თარგმნის ორგანიზება;
პ) სემინარების, კონფერენციების, ტრენინგების მოწყობა ნაციონალურ და საერთაშორისო დონეზე;
ჟ) სახელოვნებო-შემოქმედებითი განათლების პოპულარიზაცია, საინფორმაციო-შემეცნებითი საქმიანობა, გამოკითხვების/კვლევების ჩატარება;
რ) განვითარებაზე ორიენტირებული სამეცნიერო-კვლევითი პროგრამებისა და პროექტების შემუშავება;
ს) სახელოვნებო-შემოქმედებითი განათლებისა და კვლევების სფეროში საინფორმაციო ბაზის შექმნა;
ტ) კულტურის განვითარების ხელშეწყობა;
უ) შემოსავლების მიღების მიზნით ეკონომიკური საქმიანობის წარმართვა, მათ შორის, დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობის;
ფ) საგამომცემლო საქმიანობა, საკუთარი საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზებ