1. უნივერსიტეტი არის „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე საქართველოს სახელმწიფოს მიერ შექმნილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

2. უნივერსიტეტი შექმნილია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის  „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი: 203851028) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ“ №367 დადგენილების საფუძველზე.

3. უნივერსიტეტი არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმემკვიდრე.

4. უნივერსიტეტი იქმნება და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით.

5. უნივერსიტეტს აქვს საკუთარი ვებგვერდი ინტერნეტში, რომლის მისამართია: www.tafu.edu.ge.

6. უნივერსიტეტი უფლებამოსილია ჰქონეს საკუთარი ლოგო და დროშა, რომელსაც აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭ