1. აკადემიური საბჭო არის უნივერსიტეტის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც უმაღლესი განათლების მიზნების შესაბამისად განსაზღვრავს უნივერსიტეტის განვითარების ძირითად მიმართულებებს.

2. აკადემიური საბჭო კოლეგიური ორგანოა, რომელიც იქმნება ფაკულტეტების  აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებისგან არჩევნების საფუძველზე. აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედის რექტორი.

3. აკადემიური საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება 9 წევრით:

ა) რექტორი - აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე;

ბ) დრამის ფაკულტეტიდან  – 2 წევრი;

გ) კინო-, ტელეფაკულტეტიდან – 2 წევრი;

დ) ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტიდან  – 2 წევრი;

ე) ქართული ხალხური სამუსიკო და ქორეოგრაფიული ხელოვნების ფაკულტეტიდან – 2 წევრი.

4. ფაკულტეტებიდან აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა უნივერსიტეტის პროფესორი ან/და ასოცირებული პროფესორი. ისინი აირჩევიან ფაკულტეტების აკადემიური პერსონალის ყველა წევრისა და ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტთა მიერ საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატები, რომლებიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებენ. ხმების გაყოფის შემთხვევაში ტარდება მეორე ტური. აკადემიური საბჭოს წევრად პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

5. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 4 წლის ვადით.

6. აკადემიური საბჭოს შემადგენლობა განახლებას ექვემდებარება ერთი მესამედით მათი არჩევიდან ორი წლის გასვლის შემდეგ. განახლება წარმოებს აკადემიური საბჭოს არჩევნების დადგენილი წესით და ეხება ფაკულტეტიდან თითო წევრს, კენჭისყრის შედეგად აირჩევა ახალი წევრი და განისაზღვრება, რომელ წევრს უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება.

7. აკადემიური საბჭო იღებს დადგენილებას, რომელსაც ხელს აწერს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე.

8. აკადემიური საბჭოს წევრი უფლებამოსილებას ასრულებს პირადად. დაუშვებელია აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების სხვა პირისთვის გადაცემა.

9. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია:

ა) აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება;

ბ) რექტორის უფლებამოსილების შეწყვეტა;

გ) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება;

დ) სასამართლოს მიერ პირის ქმედუუნაროდ ცნობა ან/და გარდაცვალება.

10. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, აკადემიური საბჭოს მორიგ არჩევნებამდე აირჩევა ახალი წევრი. რიგგარეშე არჩევნები უნდა გამოცხადდეს საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 1 თვის ვადაში, აკადემიური საბჭოს წევრის არჩევის დადგენილი წესით. არჩევნების თარიღს ნიშნავს აკადემიური საბჭ