1. წარმომადგენლობითი საბჭო არის უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც აირჩევა ფაკულტეტებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მიერ ცალ-ცალკე, ფაკულტეტებში მათი რაოდენობის პროპორციულად.
2. წარმომადგენლობით საბჭოში სტუდენტების რაოდენობა უნდა შეადგენდეს წევრთა 1/3-ს.
3. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება 21 წევრით:
ა) დრამის ფაკულტეტიდან – 3 წევრი;
ბ) კინო-, ტელეფაკულტეტიდან – 3 წევრი;
გ) ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტიდან – 3 წევრი;
დ) ქართული ხალხური სამუსიკო და ქორეოგრაფიული ხელოვნების ფაკულტეტიდან – 3 წევრი;
ე) ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი – 1 წევრი;
ვ) სტუდენტები – 8 წევრი, ორი წარმომადგენელი თითო ფაკულტეტიდან.
4. ფაკულტეტებიდან წარმომადგენლობითი საბჭოს წევრად აირჩევა პირი, რომელსაც უნივერსიტეტში უკავია აკადემიური თანამდებობა. საბჭოს წევრები აირჩევიან ფაკულტეტების აკადემიური პერსონალის ყველა წევრის მიერ საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.
5. ასისტენტი არჩევნებში მონაწილეობს, როგორც სტუდენტი.
6. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრად სტუდენტების არჩევას უზრუნველყოფს სტუდენტური თვითმმართველობა.
7. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 4 წლით.
8. წარმომადგენლობითი საბჭო საკუთარი წევრებიდან ფარული კენჭისყრით ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარეს (სპიკერს). არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს. კანდიდატის დასახელების უფლება აქვს წარმომადგენლობითი საბჭოს ნებისმიერ წევრს. თანაბარი ხმის მიღების შემთხვევაში კენჭისყრა ტარდება თავიდან.
9. წარმომადგენლობითი საბჭო იღებს დადგენილებას, რომელსაც ხელს აწერს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი.
10. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი უფლებამოსილებას ასრულებს პირადად. დაუშვებელია წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების სხვა პირისთვის გადაცემა.
11. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია:
ა) აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება;
ბ) სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა.
12. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით მისი წევრი ხდება კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში უფლებამოსილება შეწყვეტილი წევრის შემდეგ ხმების უმეტესი რაოდენობა მოაგროვა. ასეთის არარსებობის შემთხვევაში არჩევნები ტარდება შესაბამისი წარმომადგენლის ასარჩევად ამავე ვადით. რიგგარეშე არჩევნები უნდა გამოცხადდეს საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 1 თვის ვადაში, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის არჩევისათვის დადგენილი წესით. არჩევნების თარიღს ნიშნავს წარმომადგენლობითი საბჭ