1. რექტორი არის უნივერსიტეტის ხელმძღვანელი, უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირი და წარმოადგენს უნივერსიტეტს ქვეყნის შიგნით და გარეთ აკადემიურ და სამეცნიერო სფეროებში.
2. რექტორს ირჩევს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელმაც სხვებზე მეტი ხმა მიიღო, მაგრამ არანაკლებ საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტისა.
3. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას აქვეყნებს აკადემიური საბჭო, რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე. კანდიდატების რეგისტრაცია გრძელდება არანაკლებ 10 დღე, რის შემდეგადაც იმართება კენჭისყრა. კანდიდატთა რეგისტრაციისა და კენჭისყრის თარიღს ადგენს აკადემიური საბჭო.
4. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადება ქვეყნდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე და დამატებით რომელიმე საინფორმაციო წყაროს საშუალებით ინტერნეტში ან პრესაში.
5. რექტორობის კანდიდატმა რეგისტრაციის დროს უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება;
ბ) მოკლე ბიოგრაფიული ცნობები ფოტოსურათით;
გ) სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) დოქტორის ან დოქტორთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ფლობის დამადასტურებელი დოკუმეტი;
ე) სახელოვნებო უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) ამავე უნივერსიტეტის ერთი ან/და რამდენიმე ფაკულტეტის რეკომენდაცია;
ზ) სამოქმედო გეგმა;
თ) უნივერსიტეტის განვითარების კონცეფცია.
6. რექტორის უფლებამოსილების ერთი სრული ვადა შეადგენს 4 წელს. დაუშვებელია ერთი და იგივე პირი არჩეულ იქნეს რექტორად ზედიზედ ორ ვადაზე მეტით და მისი ჯამური ვადა არ უნდა აღემატებოდეს 8 წელს.
7. პირმა, რომელსაც ეკავა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა, ამავე უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს მხოლოდ მისი, როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, უფლებამოსილების შეწყვეტიდან ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ერთი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ.
8. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომლის შემადგენლობაში შედის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობის მქონე ყველა პირი, რომლებსაც აქვთ დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხ