1. სადისერტაციო საბჭო არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო.
2. სადისერტაციო საბჭო იქმნება ფაკულტეტზე.
3. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია შეიქმნას საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო.
4. ფაკულტეტში სადისერტაციო საბჭოს შედგენისა და მისი თავმჯდომარის არჩევის წესი განისაზღვრება ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებით.
5. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს შედგენისა და მისი თავმჯდომარის არჩევის წესი განისაზღვრება ფაკულტეტის საბჭოს/ფაკულტეტების საბჭოების და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის/დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების, ან ძირითადი ფაკულტეტების საბჭოების, ან დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების წარდგინებით აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებით.
6. ფაკულტეტში სადისერტაციო საბჭო შედგება დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ფაკულტეტის ყველა პროფესორისა და ასოცირებული პროფესორისგან. სადისერტაციო საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება მოწვეული იყოს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე სხვა ნებისმიერი პირი. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო შედგება უნივერსიტეტის შესაბამისი დარგის დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ყველა პროფესორისა და ასოცირებული პროფესორისაგან.
7. სადისერტაციო საბჭოს წარდგინებით ან/და აკადემიური საბჭოს ინიციატივით სადისერტაციო საბჭოში დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირის მოწვევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება აკადემიური საბჭოს მიერ სიითი შემადგენლობის უმრავლესობი