1. სადისერტაციო საბჭო არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო, რომელიც იქმნება ფაკულტეტზე.

2. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო შედგება დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ფაკულტეტის ყველა სრული პროფესორის და ასოცირებული პროფესორისაგან.

3. სადისერტაციო საბჭოების შედგენის, საბჭოს თავმჯდომარის არჩევის და საქმიანობის წესი განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომელსაც ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს  აკადემიური საბჭო.

4. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის შუამდგომლობით, შესაძლებელია სადისერტაციო საბჭოში მოწვეული იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც არ არის უნივერსიტეტის თანამშრომელი და ფაკულტეტის რომელიმე სადოქტორო პროგრამის შესაბამისი მეცნიერების დარგში უკანასკნელ 5 წელიწადში გამოქვეყნებული აქვს არანაკლებ 3 შრომისა.
თავი IV
უნივერსიტეტის პერსონა