1. ფაკულტეტის საბჭოს წევრთა ხმათა უბრალო უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებით, ფაკულტეტზე შეიძლება შეიქმნას მზრუნველთა საბჭო.

2. მზრუნველთა საბჭოს შემადგენლობას ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.

3. მზრუნველთა საბჭოს მისიაა:

ა) სასწავლო-საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიმართულებათა  ცოდნის, აკადემიური და ინტელექტური პროცესების არსისა და პრობლემური სიტუაციების სპეციფიკის გაცნობიერების, გადაწყვეტილებების უახლესი ინფორმაციის გათვალისწინებით მიღების საფუძველზე ფაკულტეტის განვითარებაში წვლილის შეტანა, თანამშრომლობა, საქველმოქმედო შენატანების მოზიდვა, მეცნიერებისა და ტექნიკის უახლესი მიღწევებით მისი გაძლიერებისათვის ხელშეწყობა;

ბ) თანამშრომლობა ფაკულტეტის სასწავლო-საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროგრამების აკადემიური ხარისხის ამაღლებისა  და ფუნქციონირების აქტუალიზებაში