1. ფაკულტეტი არის უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას ერთ ან რამდენიმე სპეციალობაში და მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას.

2. ფაკულტეტის მართვის ორგანოებია: ფაკულტეტის საბჭო, დეკანი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.

3. ფაკულტეტის შემადგენლობაში შედის ფაკულტეტის ადმინისტრაცია, სასწავლო (აკადემიური დეპარტამენტი, კათედრა, კოლეჯი და სხვა), სამეცნიერო-კვლევითი (სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ლაბორატორია, კლინიკა, პროგრამული მიმართულება და სხვა) და დამხმარე (ბიბლიოთეკა და სხვა)  სტრუქტურული ერთეულები.

4. ფაკულტეტზე აგრეთვე არის ფაკულტეტის სათათბირო და მენეჯერის თანამდებობა. ამ წესდებით დადგენილი წესით, ფაკულტეტზე შეიძლება შეიქმნას მზრუნველთა საბჭო.

5. ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას, აგრეთვე ფაკულტეტის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით