1. რექტორი არის უნივერსიტეტის ხელმძღვანელი, უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და წარმოადგენს უნივერსიტეტს ქვეყნის შიგნითა და გარეთ აკადემიურსა და სამეცნიერო სფეროებში, რისთვისაც უფლებამოსილია, უნივერსიტეტის სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები. გარიგებებს და შეთანხმებებს, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან, რექტორთან ერთად ხელს აწერს აგრეთვე ადმინისტრაციის ხელმძღანელი (კანცლერი).
2. რექტორს ირჩევს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ოთხი წლის ვადით.
3. რექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
4. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას აკადემიური საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე, საქართველოს კანონმდებლობითა და არჩევნების ჩატარების საუნივერსიტეტო დებულებით დადგენილი წესით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით.
5. რექტორის არჩევნებამდე კანდიდატურის შერჩევისას აკადემიური საბჭო აფასებს თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას.
6. რექტორი:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს უნივერსიტეტის მართვას;
ბ) ფაკულტეტისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წარდგინებით ადგენს აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობების საშტატო განრიგს და წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს (კანცლერს) უნივერსიტეტის ერთიან საშტატო განრიგის პროექტში ასახვის მიზნით;
გ) დებს და წყვეტს შრომით ხელშეკრულებებს უნივერსიტეტის პერსონალთან, გამოსცემს ბრძანებებს მათი დანიშვნისა და განთავისუფლების შესახებ;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრავს უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მართვის პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს;
ე) წყვეტს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო-სამეცნიერო და აკადემიური - საქმიანობის ეფექტურად წარმართვისათვის აუცილებელ სხვა საკითხებს, თუ ისინი საქართველოს კანონმდებლობით არ წარმოადგენს უნივერსიტეტის მართვის სხვა ორგანოს, სხვა სტრუქტურული ერთეულის ან თანამდებობის პირის უფლებამოსილებას;
ვ) კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებს - ბრძანებებს;
ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, ამ წესდებითა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
7. რექტორი უფლებამოსილია მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად სათათბირო ორგანოს სახით შექმნას საკონსულტაციო საბჭოები და კომისიები, რომელთა საქმიანობა რეგულირდება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
8. რექტორს ჰყავს მოადგილეები (მათ შორის, ერთი ვიცე-რექტორი), რომელთა რაოდენობა განისაზღვრება უნივერსიტეტის საშტატო განრიგით და მათი უფლებამოსილება რეგულირდება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
9. დაუშვებელია რექტორის მოადგილისათვის უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტზე ხელმოწერის უფლებამოსილების მინიჭება.
10. უნივერსიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე, რექტორის სამუშაო ადგილის დროებით შეცვლა (მივლინება), აგრეთვე შვებულება, ფორმდება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით - ბრძანებით.
11. რექტორის მიერ თავის უფლებამოსილებათა განხორციელების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს ვიცე-რექტორი, ხოლო ვიცე-რექტორის არყოფნის შემთხვევაში, მის მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილ