1. კანონმდებლობითა და წესდებით დადგენილი წესით ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი):
ა) ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას;
ბ) უფლებამოსილია უნივერსიტეტის სახელით უნივერსიტეტის ბიუჯეტის შესაბამისად დადოს ფინანსური და ეკონომიკური გარიგებები;
გ) ადგენს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს (სენატს);
დ) ადგენს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, მისი შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს (სენატს);
ე) ამზადებს უნივერსიტეტის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს (სენატს);
ვ) ამზადებს შესრულებული სამუშაოს ყოველწლიურ ანგარიშს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს (სენატს);
ზ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
თ) პასუხისმგებელია უნივერსიტეტის ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე;
ი) რექტორს, დანიშვნის მიზნით, წარუდგენს თავისი მოადგილის კანდიდატურას;
კ)ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, ამ წესდებითა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი) თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია აკადემიური საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წინაშე.
3. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) მიერ თავის უფლებამოსილებათა განხორციელების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი.
4. გარდა ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების ზოგადი საფუძვლებისა, ადმინისტრაციის ხელმძღანელის (კანცლერის) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) განმეორებითი უარი წლიური ანგარიშისა და ბიუჯეტის დამტკიცებაზე;
ბ) წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) მოტივირებული გადაწყვეტილებ