1. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი) არის უნივერსიტეტის უმაღლესი ადმინისტრაციული მმართველი ფინანსური, მატერიალური და ადმინისტრაციული რესურსების სფეროში, რომელიც წარმოადგენს უნივერსიტეტს საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებში.
2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელს (კანცლერს) წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) ამტკიცებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით ფარული კენჭისყრით, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ერთი და იგივე პირი აკადემიურმა საბჭომ წარმომადგენლობით საბჭოს (სენატს) შეიძლება წარუდგინოს მხოლოდ ორჯერ. წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) განმეორებითი უარის შემთხვევაში აკადემიური საბჭო წარადგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) ახალ კანდიდატურას.
3. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) უფლებამოსილების ვადაა ოთხი წელი.
4. ერთი და იგივე პირი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად (კანცლერად) შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯე