1. ფაკულტეტი არის უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას ერთ ან რამდენიმე სპეციალობაში და მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას.

2. უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებია:

ა) მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი;

ბ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი;

გ) იურიდიული ფაკულტეტი;

დ) განათლების ფაკულტეტი;

ე) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი;

ვ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი;

ზ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი.

3. ფაკულტეტის მართვის ორგანოებია: ფაკულტეტის საბჭო, დეკანი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.

4. ფაკულტეტის დებულებით დადგენილი წესით, ფაკულტეტის შემადგენლობაში სტრუქტურული ერთეულის სახით შეიძლება შევიდეს სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი (კათედრა, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ლაბორატორია, კლინიკა, პროგრამული მიმართულება და სხვა) და დამხმარე (ბიბლიოთეკა და სხვა) სტრუქტურული ერთეულები.

5. ფაკულტეტის დებულებას ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო