1. სადისერტაციო საბჭო არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო, რომელიც იქმნება ფაკულტეტზე.

2. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო შედგება დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ფაკულტეტის ყველა სრული პროფესორის და ასოცირებული პროფესორისაგან.

3. სადისერტაციო საბჭოების შედგენის, საბჭოს თავმჯდომარის არჩევის წესი და საქმიანობა განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომელსაც ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.

4. საჭიროების შემთხვევაში, კონკრეტული სადისერტაციო თემატიკიდან გამომდინარე ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო იწვევს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირებს. მოწვეულთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სადისერტაციო საბჭოს ძირითადი წევრების ნახევარს.
თავი IV
უნივერსიტეტის პერსონა