1. სადისერტაციო საბჭო არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო, რომელიც იქმნება ფაკულტეტზე.

2. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო შედგება დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ფაკულტეტის ყველა სრული პროფესორის და ასოცირებული პროფესორისაგან.

3. სადისერტაციო საბჭოების შედგენის, საბჭოს თავმჯდომარის არჩევის წესი და საქმიანობა განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომელსაც ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.

4. სადისერტაციო საბჭოს შემადგენლობის ორი მესამედის თანხმობით  სადისერტაციო საბჭოში შეიძლება მოწვეულ იქნენ დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირები.
თავი IV
უნივერსიტეტის პერსონა