1. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორებისაგან.
2. პროფესორების შემადგენლობას მიეკუთვნება სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი.
3. პროფესორები მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სასწავლო პროცესსა და მეცნიერულ კვლევებს.
4. პროფესორის დატვირთვის ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.
5. უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წელს მიღწეული პირის არჩევის შესაძლებლობის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო სიითი შემადგენლობის ორი მესამედით. აკადემიურმა საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს უნივერსიტეტისათვის, ფაკულტეტისათვის ან ფაკულტეტის ცალკეული მიმართულებისათვის.
6. უნივერსიტეტი უფლებამოსილია საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც თავისი აკადემიური, მეცნიერული და/ან საზოგადოებრივი მოღვაწეობით განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნნივერსიტეტის სტრატეგიული მიზნების განხორციელებაში, მიანიჭოს საპატიო დოქტორის აკადემიური წოდება. გადაწყვეტილებას საპატიო დოქტორის აკადემიური წოდების მინიჭების თაობაზე იღებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო სიითი შემადგენლობის ორი მესამედი