1. სადისერტაციო საბჭო არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო.
2.უნივერსიტეტში სადისერტაციო საბჭო იქმნება ფაკულტეტზე.
3. ფაკულტეტზე სადისერტაციო საბჭოს შედგენისა და მისი თავმჯდომარის არჩევის წესი განისაზღვრება ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებით.
4. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო შედგება ფაკულტეტის დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ყველა პროფესორისა და ასოცირებული პროფესორისაგან.
5. უნივერსიტეტი უფლებამოსილია სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებასთან გააფორმოს ხელშეკრულება დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად.
თავი IV
უნივერსიტეტის პერსონა