1. პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის  არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.

2. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

3. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი 3 ან 4  წლის ვადით.

4. ასისტენტის თანამდებობაზე ამ მუხლით განსაზღვრული წესით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი 3 ან 4 წლის ვადით.

5. უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი, ხოლო აკადემიურ თანამდებობაზე მყოფი პირი, რომელმაც მიაღწია 65 წელს, აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლდება აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ვადის გასვლის შემდეგ.

6. გამონაკლისის სახით უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს 65 წლის ასაკს გადაცილებული პირი, თუ  იგი აკმაყოფილებს აკადემიურ კონკურსში მონაწილე კანდიდატისადმი  დადგენილ  მოთხოვნებს. აკადემიური თანამდებობის დაკავება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით.  65 წლის ასაკს გადაცილებული პირის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევა შესაძლებელია მხოლოდ ერთხე