1. უნივერსიტეტში ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დეკანი და მათი მოადგილეები, უნივერსიტეტისა და ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურების უფროსები.

2. უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ ან დანიშნულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი. იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული ვადით დასაქმებული პირი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მიაღწევს 65 წლის ასაკს, მასთან შრომითი ურთიერთობა შენარჩუნდება შრომითი ხელშეკრულების/არჩევის ვადით, ხოლო  განუსაზღვრელი ვადით დასაქმებულ პირთან შრომითი ურთიერთობა შეწყდება 65 წლის ასაკის მიღწევისთანავე.

3. მასწავლებელთა პერსონალს მიეკუთვნება მასწავლებელი და უფროსი მასწავლებელი. მასწავლებელთა პერსონალთან შრომით ხელშეკრულებას აფორმებს რექტორი, კანცლერის წარდგინებით.

4. მასწავლებელი უფლებამოსილია გაუძღვეს პრაქტიკულ და ლაბორატორიულ სამუშაოებს აკადემიური თანამდებობის დაკავების გარეშე.

5. დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული უნივერსიტეტის საქმიანობისათვის აუცილებელი სხვა პირები.

6. უნივერსიტეტი უფლებამოსილია აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი სასწავლო  პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით. მოწვეულ სპეციალისტთან შრომით ხელშეკრულებას აფორმებს რექტორი, კანცლერის წარდგინებით.

7. უნივერსიტეტის რექტორობის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელობისა და ფაკულტეტის დეკანობის კანდიდატებს  ამ წესდებით გათვალისწინებულ  საარჩევნო ვადაში ჩაეთვლებათ ვადა, რომლის განმავლობაშიც მათ უნივერსიტეტში ეკავათ, შესაბამისად, რექტორის ან/და ფაკულტეტის დეკანის თანამდებობა ზედიზედ ორი უფლებამოსილების სრული ვადით, მათ შორის, როგორც მოვალეობის შემსრულებელს