1. სადისერტაციო საბჭო არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო, რომელიც იქმნება ფაკულტეტზე.

2. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო შედგება დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ფაკულტეტის ყველა სრული პროფესორის და ასოცირებული პროფესორისაგან. მათ გარდა, ფაკულტეტების სადისერტაციო საბჭოების შემადგენლობაში შესაბამისი სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება მოწვეული იყოს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირიც.

3. სადისერტაციო საბჭოების შედგენის, საბჭოს თავმჯდომარის არჩევის წესი და საქმიანობა განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომელსაც ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭ