1. უნივერსიტეტის ფაკულტეტები წარმოადგენენ უნივერსიტეტის ძირითად სასწავლო-სამეცნიერო და ადმინისტრაციულ ერთეულებს, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას ერთ ან რამდენიმე სპეციალობაში და მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას.
2. უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებია:
ა) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
ბ) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი;
გ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი;
დ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
ე) იურიდიული ფაკულტეტი;
ვ) მედიცინის ფაკულტეტი.
3. ფაკულტეტის სტრუქტურა განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით და მის შემადგენლობაში შედის სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი (კათედრა, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ლაბორატორია, კლინიკა, პროგრამული მიმართულება და სხვა) და დამხმარე სტრუქტურული ერთეულები.
4. ფაკულტეტის მართვის ორგანოებია: ფაკულტეტის საბჭო, დეკანი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.
5. ფაკულტეტის დებულებას დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს ფაკულტეტის საბჭო და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს. ფაკულტეტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის წესი განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით