1. ფაკულტეტი არის უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას ერთ ან რამდენიმე სპეციალობაში და მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას.
2. ფაკულტეტის მართვის ორგანოებია: ფაკულტეტის საბჭო, დეკანი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.
3. ფაკულტეტის დებულებას ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.
4. ფაკულტეტს შეიძლება ჰქონდეს ცენტრები სხვადასხვა საგანმანათლებლო და ჰუმანიტარული მიზნებისათვის