1.ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა ფაკულტეტის საბჭო, რომელიც შედგება ფაკულტეტის ყველა სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორისაგან და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლებისგან.

2.იმ შემთხვევაში თუ  ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის რაოდენობა აღემატება 30-ს ფაკულტეტის ყოველ 10 აკადემიურ პერსონალზე აირჩევა  ერთი წარმომადგენლი.

3. ფაკულტეტის საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრისას, ფაკულტეტი უფლებამოსილია გააკეთოს არჩევანი  ამ მუხლის   პირველ და მეორე  პუნქტებს  შორის.

4.ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელთა რაოდენობა განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით, მაგრამ არ შეიძლება იყოს საბჭოს შემადგენლობის 1/4-ზე ნაკლებ