1. ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა ფაკულტეტის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის და სტუდენტთა თვითმმართველობის არჩეული წარმომადგენლები.
2. ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელთა რაოდენობა განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით, მაგრამ არ შეიძლება იყოს საბჭოს შემადგენლობის 1/4-ზე ნაკლები.
3. ფაკულტეტის საბჭოში აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები აირჩევა ფაკულტეტის ძირითადი სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურული ერთეულებიდან აკადემიური პერსონალის მიერ, სტრუქტურულ ერთეულებში მათი რაოდენობების პროპორციულად.
4. ფაკულტეტის საბჭოს არჩევა ხდება პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, ფაკულტეტის დებულებით განსაზღვრული წესი