1. ფაკულტეტის საბჭო დეკანს ირჩევს 4 წლის ვადით.
2. დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
3. დეკანს ჰყავს მოადგილე/მოადგილეები. მოადგილეთა რაოდენობა და უფლებამოსილება განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით.
4. დეკანის მოადგილე/მოადგილეები შეიძლება იყოს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი. დეკანის მოადგილის/მოადგილეების კანდიდატურებს დეკანი დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს.
5. დეკანის მოადგილე ასრულებს დეკანის მოვალეობას მისი არყოფნისა