1. ფაკულტეტის საბჭო ფაკულტეტის დეკანს ირჩევს ოთხი წლის ვადით. დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
2. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას ფაკულტეტის საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არა უგვიანეს 1 და არჩევნების ჩატარებამდე არა უგვიანეს 2 თვით ადრე. განცხადება უნდა გამოქვეყნდეს აკადემიის ვებგვერდზე, ბეჭდვით ორგანოში და შესაბამის ფაკულტეტზე.
3. განცხადებაში აღინიშნება კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების თარიღი, კანდიდატთა განცხადებების მიღების ბოლო ვადა, კანდიდატთა მიერ წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხა და დეკანის არჩევნების ჩატარების თარიღი.
4. დეკანად შეიძლება აირჩეს ასოცირებული ან სრული პროფესორ