1. ამომრჩეველთა და კანდიდატთა რეგისტრაციას ახორციელებს აკადემიის საარჩევნო კომისია, რომელიც უფლებამოსილია ფაკულტეტის საარჩევნო კომისიას დააკისროს რეგისტრაციის ორგანიზაციის უზრუნველყოფა.
2. თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, მართვის ორგანოების ამომრჩეველთა და კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 10 დღის განმავლობაში. ამომრჩევლის/კანდიდატის რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში აკადემიის საარჩევნო კომისია ვალდებულია მიუთითოს, თუ რა ხარვეზს შეიცავს წარმოდგენილი დოკუმენტაცია. კანდიდატი/ამომრჩეველი უფლებამოსილია ხარვეზი შეავსოს 5 დღის განმავლობაში. აკადემიის საარჩევნო კომისიის უარი რეგისტრაციის თაობაზე კანდიდატს შეუძლია გაასაჩივროს გადაწყვეტილების მიღებიდან 1 დღის განმავლობაში.
3. საჩივართან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას აკადემიის საარჩევნო კომისია იღებს 3 დღის ვადაშ